მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული ბავშვი უვნებელი იპოვეს 

მეხანძრე-მაშველებმა დაკარგული ბავშვი უვნებელი იპოვეს 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50 მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად.