ირაკლი კირცხალია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: კარგად გადაავლონ თვალი ისტორიას და ობიექტურად შეაფასონ ის ღირსეული ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ, გადავიდეთ ქმედით ურთიერთობაზე

ირაკლი კირცხალია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: კარგად გადაავლონ თვალი ისტორიას და ობიექტურად შეაფასონ ის ღირსეული ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ, გადავიდეთ ქმედით ურთიერთობაზე

კარგად გადაავლონ თვალი ისტორიას და ობიექტურად და ღირსეულად შეაფასონ ის ღირსეული ნაბიჯები, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ. არა მხოლოდ განცხადებები, არამედ გადავიდეთ ქმედით ურთიერთობაზე და გადავიდეთ საქმის კეთებაზე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, დროა ნატო-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მხოლოდ განცხადებებით აღარ შემოიფარგლოს.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.