„საქართველოს ინტერესები ჩემი საქმე არ არის, საქართველო შორს მდებარეობს, ვიცი რომ ჩემი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დიდი ხანია, 90 - იანი წლებიდან ერევა თქვენს საქმეებში, ანაწილებს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, იძლევა დაპირებებს და იწვევს დიდ პრობლემებს“, - განაცხადა თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა ჟურნალისტმა სკოტ ჰორტონმა.
მისი თქმით, რუსეთის, თავისივე გავლენის სფეროდან ამოკვეთა ვაშინგტონში მთავარ მიზნად მიაჩნიათ.
„ბილ კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენება უმნიშვნელოვანესი პროექტი გახლდათ როდესაც საქმე აზერბაიჯანული ენერგორესურსების ჩრდილოეთის, რუსეთის გავლით გასვლის თავიდან აცილებას ეხებოდა, ან გნებავთ სამხრეთის გზით, ირანის გავლით. ჯოჯრ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის პირობებში კი გადაწყდა, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან ზედმეტად დაახლოებული იყო, ვინაიდან ის ახლოს იყო რუსებთან აფხაზეთის შესახებ საერთო ენის გამონახვასთან, ამავე დროს გაზპრომთან ხელშეკრულებებს აფორმებდა და ის გაწევრიანდა დსთ - ში. ვაშინგტონში გადაწყდა, რომ შევარდნაძე უნდა წასულიყო. USAID, NED და ხელისუფლების ცვლილების სხვა ინსტრუმენტმა ორგანიზაციებმა ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს მიხეილ სააკაშვილის და „ვარდების რევოლუციის“ მხარდასაჭერად, ეს 2003 წელს მისი ხელისუფლების სათავეში მოყვანით დასრულდა. ამ თვალსაზრისით დიდი წვლილი მიუძღვის სოროსის ფონდის თავისუფლების ინსტიტუტს. ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია დაბადებული, არა საქართველოში, ის იმ დროისთვის ახალმა რეჟიმმა ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრად გამოაგზავნა, მან თავად განაცხადა და მე მას ვციტირებ: „ეს ორგანიზაციები დემოკრატიზაციის აკვანს წარმოადგენდნენ, განსაკუთრებით სოროსის ფონდი ხოლო ამ ფონდის გარშემო არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს 2003 წლის რევოლუციაში, მიუხედავად ამისა, ამ მოვლენათა ანალიზი რევოლუციით არ შემოიფარგლება, ნათელია რომ რევოლუციის შემდეგ, სოროსის ფონდი და არასამთავრობო სექტორი ინტეგრირებულ იქნენ ხელისუფლებაში.“ სოროსის ბიზნეს პარტნიორი კახა ბენდუქიძე კი გახდა ეკონომიკის მინისტრი, ალექსანდრე კახა ლომაია, „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორი კი, განათლების მინისტრი, გიგა ბოკერია, თავისუფლების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კი პარლამენტში პარტია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გახდა. „კორუფციის წინააღმდეგ“ ბრძოლისას ისინი ხელფასს სოროსის ფონდისგან იღებდნენ, მათ შორის სააკაშვილიც.
ვციტირებ :“მე ძალიან მომწონს საქართველოში რაც მოხდა და მეტად ვამაყობ ჩემი წვლილით“ სწორედ ეს განაცხადა სოროსმა ეუთოს სხდომაზე. როგორ მიეცით მას ნება რომ გამხდარიყო თქვენი პრეზიდენტი ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს ალბათ დიდი რაოდენობით უცხოური ფინანსების დამსახურებაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ბატონი სააკაშვილის პროცესი უფრო სამართლიანი იყო ვიდრე მისი ოპონენტების მაშინ, როდესაც იგი ძალაუფლებაში იყო. ვიმედოვნებ, მას ციხეში არ აწამებენ ისე, როგორც ამას მისი რეჟიმი აკეთებდა. ასეთ მხეცურ მოპყრობას არავინ იმსახურებს. ვფიქრობ თუ არა რომ თქვენი სახელმწიფოსთვის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა უმჯობესი იქნებოდა ვიდრე სხვა ზესახელმწიფოსი? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ აშშ-ის ჩარევა თქვენს ქვეყანაში არცერთ ჩვენს ინტერესებში არ შედის. მოვისმინე რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რომ მათ ვერ მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციასთან შესაბამისად დაკავშირება რათა შეიტყონ შესაძლებელია თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა როდესაც საქმე ეხება საქართველოსადმი ამერიკულ პოლიტიკას, მე კი ვიტყოდი რომ ფრთხილად იყავით თქვენი სურვილების ჩაფიქრებისას, ალბათ უკეთესია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ჰქონდეს საქართველოს შესახებ პოლიტიკა, ეს სჯობია ბრჭყალებში „კარგ ურთიერთობასაც“ რომელსაც აუცილებლად ექნება სხვადასხვა კუდი გამობმული“, - აღნიშნა მან.
სკოტ ჰორტონის თქმით, რაც შეეხება დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მცირე ზომის სახელმწიფო, მოზრდილი სახელმწიფოების პაექრობის ფონზე, გეოგრაფიის და არსებული რესურსების გათვალისწინებით ხან მომგებიან ხან კი წამგებიან მდგომარეობაშია.
„დანამდვილებით ვერავინ იტყვის რა იქნება ხვალ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაიცავს თქვენს დამოუკიდებლობას, სწორედ ამიტომაც არ იმყოფებიან ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში, სწორედ ამიტომ არ მიდის წინ ნატოში გაწევრიანების პროცესი ჯორჯ ბუშის მიერ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შემუშავებული დეკლარაციის მიღმა. შესაძლოა, რომ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზაც, გარედან პირდაპირი კონტროლის დამყარების თავიდან აცილებისკენ გზა. 2008 წელს რუსეთის მიერ სააკაშვილთან სამაჩაბლოს (ამბობს რუსეთი როდესაც შეეწინააღმდეგა სააკაშვილის მიერ ტერიტორიების ძალადობრივად დაბრუნებასო) რეგიონში წარმოებული ომისას მოსკოვს არც ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის სადენი გაუნადგურებია და არც ტანკები შეუყვანია თბილისში, მადლობა ღმერთს. ამავე დროს, პუტინსა და მედვედევს ბევრი მიზეზი ჰქონდათ, ნამდვილად ჰქონდათ შესაბამისი წინაპირობაც რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ, ჯორჯ ბუშს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ არ ჩაერეოდა, და ეს დიკ ჩეინის, ვიცე - პრეზიდენტის პროტესტის მიუხედავად, ვიცე - პრეზიდენტი, როკის გვირაბიდან გამომავალ რუსულ კოლონებზე დარტყმას მოითხოვდა, მესამე მსოფლიო ომს რისკავდა, მადლობა ღმერთს რომ ჯორჯ ბუშის ცივი, გამჭრიახი გონების დამსახურებით, ყოველ შემთხვევაში დიკ ჩეინისთან შედარებით, უბედურება თავიდან ავიცილეთ. დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის ფედერაცია შესაბამისად უპასუხებდა ამ დარტყმას, თქვენ აუცილებლად დაკარგავდით დამოუკიდებლობას როდესაც ჯორჯ ბუში საბოლოო ჯამში უკან დაიხევდა, მადლობა ღმერთს რომ ეს არ მოხდა. თქვენთვის საუკეთესო გზაა რომ რუსეთის ფედერაციაში კვლავ მიაჩნდეთ რომ თქვენზე თავდასხმა არ არის საჭირო და მას ეს გაუმართლებლად ძვირი დაუჯდება. თავისთავად, USAID, NED, IRI და სოროსის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფები საკმაოდ ბევრ რესურს ხარჯავენ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ რომ მუდმივი პროტესტის პროფესიონალები, აქციებზე დასაქმებულები როგორც მათ ჩემი კოლეგა უწოდებს, გნებავთ ვუწოდოთ მათ უცხო გავლენის ინდუსტრიის წარმომადგენლები ნამდვილად აქვთ სადარდებელი, ეს ლოგიკურია ნებისმიერისთვის ვინც საზღვარგარეთიდან ელის მხარდაჭერას, მათ ხომ სერიოზულად არც არავინ უყურებს საბოლოო ჯამში. ჩემს სათქმელს თავს ასე მოვუკრავ, ამერიკის შეერთებული შტატები თქვენგან შორსაა, ბევრი არაფერი აქვს აქ დასაკარგი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს კავკასიონი გადმოლახა, ბევრი ამერიკელი შოკში იყო, მათ ეგონათ რომ ჩვენი ჯორჯია იყო თავდასხმის ქვეშ, ჯორჯიის შტატი რომელიც სამხრეთ კაროლინასა და ფლორიდას შორის მდებარეობს, მათ ან თქვენს შესახებ არაფერი იცოდნენ ან ეს უბრალოდ ვერ წარმოიდგინეს, თუ რატომ მოხდა თავდასხმა. თქვენი სახელმწიფოს მომავლის განსაზღვრისას მე ჩემს მიერ დახატული მოცემულობის გათვალისწინებით გირჩევთ გაითვალისწინოთ რომ საჭიროების შემთხვევაში, აქედან თქვენს დახმარებას არავინ აპირებს“, - განაცხადა მან.