ავსტრიის ქალაქ გრაცში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
ადგილზე პოლიცია ოპერაციას ატარებს. სამართალდამცველებს მსხვერპლთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.