შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ იძახონ „არ შევალთ პარლამენტში“ და შემდეგ „პუფებივით“ შედიან. შეუძლიათ იძახონ, რომ „არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“ და შემდეგ „პუფებივით“ მიიღონ მონაწილეობა

ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ იძახონ „არ შევალთ პარლამენტში“ და შემდეგ „პუფებივით“ შედიან პარლამენტში. შეუძლიათ იძახონ, რომ „არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“ და შემდეგ „პუფებივით“ მიიღონ მონაწილეობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია გააკეთებს იმას, რასაც გარედან უბრძანებენ.

„ჩვენ ვნახეთ, როგორც კი რასა იუკნევიჩიენე ჩამოვიდა, როგორც კი უცხოელებმა მისცეს მითითებები, როგორ შეცვალეს ნარატივი მათ შორის „ლელოში“. დანარჩენი ყველაფერი თამაშია.

ოპოზიციას თავმოყვარეობა არ აქვს. შეუძლიათ იძახონ „არ შევალთ პარლამენტში“ და შემდეგ „პუფებივით“ შედიან პარლამენტში. შეუძლიათ იძახონ, რომ „არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში“ და შემდეგ „პუფებივით“ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. რატომ? იმიტომ, რომ აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან უცხოეთიდან.

ეს არის საბოლოო ჯამში რა არჩევანიც გააკეთა ქართველმა ხალმა 26 ოქტომბერს პოლიტიკურ გუნდებს შორის. ერთ მხარეს იყო ქართველი ხალხის ინტერესზე დაყრდნობილი და ქართველი ხალხის კარნახით მოქმედი „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს უცხოელების კარნახით მოქმედი.

ასე, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ეტყვიან უცხოელები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარბიელი ადამიანი როცა შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს ცვლის, ეს რა თქმა უნდა მას კარგად არ ახასიათებს, მაგრამ როცა ოვნება ამბობს, რომ ვიცოდით რომ გახარია და ლომჯარია აგენტები აგენტები იყვნენ, მაგრამ გარე ძალების ზეწოლით ლომჯარია სახ დამცველად დავნიშნეთ, ხოლო გახარია ჯერ მინისტრად და მერე პრემიერადო, ეს ბევრად უარესია და სულ მცირე ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გაყიდვაა!
1 დღის უკან
მარბიელი ... როცა ქვეყანას აგენტს პრემიერმინისტრად უნიშნავ, ან მოღალატე ხარ, ან უკიდურესი გარეწარი!!!
... და თუ აგენტი არაა და ასეთს უწოდებ, იმიტომ რომ გაწყობს, მაშინ ზნეობით და სინდისით ხაბეს, გუბაზის და გვარამიას დონე ხარ