ის ფაქტი, რომ უცხოელები საქართველოში მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში, პარლამენტზე თავდასხმის, დაწვის მცდელობებში, ეს თავისთავად აჩვენებს, რა ახალი რისკები შეიძლება ჰქონდეს უკონტროლო მიგრაციას, - განაცხადა საართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ამ კომენტარით მან უპასუხა კითხვას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხებოდა.
„სტატისტიკური მონაცემებიც იყო გაჟღერებული, რომ არიან მიგრანტები, რომლებიც ნებართვის გარეშე იმყოფებიან საქართველოში. არის სხვადასხვა ტექნიკური, ადმინისტრაციული ხარვეზები, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვანი არის, რომ ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას შესაძლებლობა, რომ ის ვინც არის წესების დარღვევით საქართველოში, ის ვინც არ ემორჩილება სხვადასხვა პირობებს, მათ შორის დასაქმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად არღვევს საქართველოში ყოფნის ნებართვის პირობებს, მას რა თქმა უნდა საქართველოში არაფერი ესაქმება. შესაბამისად ხელისუფლებას უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ მალე აღმოფხვრას ასეთი მდგომარეობა. თავად ის ფაქტი, რომ უცხოელები საქართველოში მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში, პარლამენტზე თავდასხმის, დაწვის მცდელობებში, ეს თავისთავად აჩვენებს, რა ახალი რისკები შეიძლება ჰქონდეს უკონტროლო მიგრაციას. საქართველოში ყველას მივესალმებით, იქნება ეს ტურისტი, იქნება ეს პროფესიით ჩამოსული ადამიანი, რომელმაც შეიძლება ჩვენ საზოგადოებას და ეკონომიკა შემატოს, ხოლო ვინც საქართველოში ჩამოდის ასარევად, ჩამოდის აქ პოლიტიკის საწარმოებლად, ამისთვის არ არის განსაზღვრული საქართველოში ყოფნის პირობები“, - აცხადებს პაპუაშვილი.