დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ

დავით ქართველიშვილი: „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება, რომელშიც “დიფ სთეითის”, იგივე ოლიგარქიული ოჯახების გეგმებია განხილული.

როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას სურს, საზოგადოებას შესთავაზოს თემის კიდევ უფრო დეტალიზაცია და კიდევ უფრო ბევრი, უტყუარი მტკიცებულებით შათირიშვილის დასკვნის გამყარება, რომ „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ.

“რამდენიმე დღის წინ, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის საინტერესოდ, სრულყოფილად აანალიზებს „დიფ სთეითის“ (იგივე ოლიგარქიული ოჯახების) მოქმედებებს, მათ გეგმებს და ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ოჯახები საბოლოოდ გააქრობენ სახელმწიფოს ცნებას და მათ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში კორპორაციულ მმართველობას დააკანონებენ, რაც თავის მხრივ პირდაპირ ნიშნავს მათი მმართველობის ლეგალიზებას. 

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, საზოგადოებას შევთავაზო თემის კიდევ უფრო დეტალიზაცია და რამდენიმე ახალი მიმართულების დამატება, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება - კიდევ უფრო ბევრი და უტყუარი მტკიცებულებებით გავამყარო ფილოსოფოსის დასკვნა, რომ „დიფ სთეითი“ მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მიდის სახელმწიფო ინსტიტუციების გაუქმებისა და კორპორაციული მმართველობის დაკანონებისკენ.” - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ქართველიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო დროს, საზოგადიებამ არაფორმალური მმართველობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე იმდენი შეიტყო, რომ ოლიგარქიულ ოჯახებს სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ და დაბრკოლებები გაუჩნდათ მანევრირების პროცესში, შესაბამისად, იძულებულნი გახდნენ, თავადვე შეექმნათ ილუზია „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობის თაობაზე.

“პირადად მე, თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი მოსაზრებას, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეძლებდა და დაამარცხებდა სახელმწიფო სტრუქტურებში მყარად ფესვგადგმულ „დიფ სთეითს“, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ორი წლით ადრე დაიწყო დონალდ ტრამპმა და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად აქცია. უფრო მეტიც, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ტრიუკი სწორედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ იყო მოფიქრებული, რადგან ბოლო წლებში იმდენად ბევრი დეტალი გახდა საჯარო მათი არაფორმალური მმართველობისა და გეგმების თაობაზე, რომ თავადაც სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ. 

ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახებს ასევე დაბრკოლებები გაუჩინა მანევრირების პროცესში და იძულებულნი გახდნენ, თავადვე შეექმნათ ილუზია „დიფ სთეითის“ დამარცხების აუცილებლობის თაობაზე. ზოგადად, მსოფლიოზე ჰეგემონიის მქონე ოჯახები ხშირად იყენებენ მეთოდს, როდესაც მათივე დავალებებით გაფუჭებულ საქმეს მათივე მართული სხვა ადამიანების საშუალებით აკრიტიკებენ და ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი ევროპა. ცხადია, ერთი შეხედვით ამ ალოგიკურ ქმედებასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზანი და შემდგომი მსჯელობით სწორედ ეს პარადოქსი ამოიხსნება.” - წერს დავით ქართველიშვილი.