გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

აცანა-აკეთისა და სუფსა-გულიანის დამაკავშირებელ გზაზე სამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის 8  245 542 ლარია გამოყოფილი.

ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭინათში 450 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრის  მოსაწყობად 521 000 ლარი, ხოლო ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კოკათში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის  - 1 165 657 ლარი დაიხარჯება.