დიდუბის რაიონის გამგეობა ნინო ჯავახიშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
სანიაღვრე სისტემა ორ ეზოში - N2-ში და N4-ში ეწყობა.
მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 45 000 ლარს შეადგენს.