გიორგი ვოლსკი: პრორუსულობის თემა შემოტანილია, რადგან სხვა არგუმენტი არ არის - ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს პრორუსულობის თემას ატრიალებს, სადისტური მართვის რეჟიმში მონაწილეობდნენ

გიორგი ვოლსკი: პრორუსულობის თემა შემოტანილია, რადგან სხვა არგუმენტი არ არის - ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს პრორუსულობის თემას ატრიალებს, სადისტური მართვის რეჟიმში მონაწილეობდნენ

პრორუსულობის თემა შემოტანილია, რადგან სხვა არგუმენტი არ არის. ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს პრორუსულობის თემას ატრიალებს და აქედან უნდათ, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ, ყველა ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ სადისტური მართვის რეჟიმში, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

„ზურაბ ჯაფარიძის ადრე გაკეთებული განცხადებები გამოქვეყნდა, სადაც მოგვიწოდებს, რომ ჩვენ არ უნდა ვემორჩილებოდეთ არც ევროკავშირის ინსტრუქციებს, არც მსოფლიო ბანკს, ესენი ღუპავენ ქვეყანას, ჩვენ ჩვენი გზით უნდა ვიაროთ და ა.შ. თუ რამე პრორუსული იყო ეგ იყო, ეს განცხადებები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.