ეუთო/ოდირი ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ მოხვდა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ამ მიზეზის, ასევე იმის გამო, რომ არჩევნები საქართველოში ობიექტურად ტარდება, ორგანიზაციამ არ ჩათვალა საჭიროდ სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა.
„ზოგადად იციან, რომ არჩევნები აქ ტარდება ობიექტურად, ამიტომ, რაიმე სენსაციას ვერ დადებენ და აქედან გამომდინარე, ამ ყველა მოცემულობიდან გამომდინარე, არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ ჩამოსულიყვნენ დამკვირვებლებად“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
4 ოქტომბრის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოს ხელისუფლებამ, ეუთო/ოდირს წერილი 6 სექტემბერს გაუგზავნა, ოფიციალურმა პრაღამ კი 2 სექტემბერს. პრაღაში არჩევნები 3 ოქტომბერს ტარდება. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დროის სიმცირის გამო, ეუთო/ოდირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ 2007 წელს სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისია მოწვევიდან სწორედ 1 თვეში ჩამოვიდა.