ლევან მახაშვილი: როდესაც ადამიანები ქვეყანაში შემოდიან იმისთვის, რომ ქაოსი და შფოთი შემოიტანონ, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში, ბუნებრივია ქვეყანამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს იყოს თავიდან არიდებული

ლევან მახაშვილი: როდესაც ადამიანები ქვეყანაში შემოდიან იმისთვის, რომ ქაოსი და შფოთი შემოიტანონ, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში, ბუნებრივია ქვეყანამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს იყოს თავიდან არიდებული

როდესაც ადამიანები შემოდიან იმისთვის, რომ ქაოსი და შფოთი შემოიტანონ ქვეყანაში, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში, ბუნებრივია ქვეყანამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს იყოს თავიდან არიდებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პოლონეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით.

„როდესაც საქართველოს პარლამენტს წვავდნენ და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, ეს კონკრეტული [უცხო ქვეყნის მოქალაქეები] ადამიანები ვნახეთ. ისე მიდის საქმე, რომ პარლამენტის წინ უცხოელები იდგებიან მალე მარტო და ისინი წაიყვანენ პირდაპირ დემონსტრაციებს.

ყველა ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად დაცული. საკუთარ ქვეყანაში როდესაც უშვებენ ადამიანებს, მათ, ვისაც კეთილი განზრახვები აქვთ, ყველა მიესალმება, მაგრამ როდესაც ადამიანები შემოდიან იმისთვის, რომ ქაოსი და შფოთი შემოიტანონ ქვეყანაში, მათ შორის ძალადობრივი დემონსტრაციის ფარგლებში, ბუნებრივია ქვეყანამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს იყოს თავიდან არიდებული“, - აღნიშნა მახაშვილმა.

საქართველოში პოლონეთს საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაამოწმონ, ხომ არ მიუღიათ მიტინგებში მონაწილეობა, რადგან ეს ფაქტორი, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის საფუძველი გახდეს.