ლევან მახაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა ცდილობდეს მისი სანქციების მარწუხებში მოქცევას

ლევან მახაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა ცდილობდეს მისი სანქციების მარწუხებში მოქცევას

თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა ცდილობდეს მისი სანქციების მარწუხებში მოქცევას, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აშშ-ს საელჩოს პასუხად ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას.

ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი პოზიციები მას ადრეც დაუფიქსირებია, სხვა მცდელობების დროს.

„თუ მასთან ვინმე აპირებს საქვეყნო საქმეებზე საუბარს, მინიმუმ ძალიან გაუგებარია მაშინ, როდესაც ამავე დროს ეს ქვეყანა თუ მხარე შესაძლოა ცდილობდეს მისი სანქციების მარწუხებში მოქცევას. ამიტომ, მას უჩნდება ბუნებრივი კითხვები, რომ თუ ჩვენ კონსტრუქციულ საუბარზე გვაქვს საუბარი, მაშინ რატომ არის ალტერნატივად ის არაკონსტრუქციული გარემო, ბუნება, რაც მართალია წინა ადმინისტრაციის, მაგრამ მაინც ეს პირობები ჯერ არის გადმოყოლილი აქეთ.

ერთადერთი სურვილი არის, რომ ურთიერთობები მოვაქციოთ კონსტრუქციულ, მეგობრულ გარემოში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი, გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ამერიკული მხარის მიერ დაწესებული არაფორმალური და ფორმალური სანქციების და პირადი შანტაჟის ფონზე, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.