მათ უკვე გადალახეს ის ზღვარი, სადაც ნახევარზე მეტი გაცდენა აქვთ მორიგი სესიისა, აქედან გამომდინარე, უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და რა თქმა უნდა, მათ შეუწყდებათ მანდატები, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას პარტიის წევრებზე დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ვერაფერს ვეღარ გამოასწორებენ, უკვე საკმარისი გაცდენები აქვთ.
„რაც შეეხება შემდეგ თორმეტეულს, მათი გადასაწყვეტია მოიქცევიან კვლავ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცხოელების კარნახით თუ აიღებენ ხელში იმ მანდატს, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა. არჩევანი მათ მარტივი აქვთ, აირჩიონ ქართველი ხალხი თუ ზოგიერთი უცხოელი ელჩი თუ პოლიტიკოსი, რომელიც მათ კარნახობს დღის წესრიგს.
მისივე თქმით, ლეგიტიმაციის არაღიარებაზე საუბარი მათი მხრიდან ფარსია.
„ეს ახლა იგივეა, რომ ადამიანი იდგეს შუქნიშანზე და არ აღიარებდეს შუქნიშანს და ამბობდეს, რომ არ არსებობს. რეალობა არის რეალობა. თავისი ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, ამას სხვა სახელი ჰქვია სამედიცინო. ასე, რომ ამას აქვს მხოლოდ ერთი განზომილება, 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან თავად გახარიას ჩათვლით შატალოზე იყო, ერთი სესია აცდენდა ყველა სხდომას. მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას. არ ვაძლევდით მათ დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში, საერთო ჯამში და რა თქმა უნდა, უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს. ამის სათანადო ბერკეტები არსებებს კანონმდებლობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.