შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობა სააკაშვილს ეძახის დემოკრატს და მოდერნიზატორს. როცა მთავრობა უყურებს დიქტატორს, მწამებელს და ამას არ იმჩნევს, მაშინ ის ან არაკეთილსინდისიერია ან გამოუცდელი და ვერ ამჩნევს, თუ რა არის სიმართლე

შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობა სააკაშვილს ეძახის დემოკრატს და მოდერნიზატორს. როცა მთავრობა უყურებს დიქტატორს, მწამებელს და ამას არ იმჩნევს, მაშინ ის ან არაკეთილსინდისიერია ან გამოუცდელი და ვერ ამჩნევს, თუ რა არის სიმართლე

პოლონეთის მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ეძახის დემოკრატ და მოდერნიზატორ ხელისუფალს. როცა მთავრობა უყურებს დიქტატორს, მწამებელს და ამას არ იმჩნევს, მაშინ ის ან არაკეთილსინდისიერია ან გამოუცდელი და ვერ ამჩნევს, თუ რა არის სიმართლე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ორი დღის წინ „ტროიკის“ განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, რომელიც რაღაცებს გვითვლიდა დემოკრატიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც მოდერნიზატორსა და დემოკრატს. ამ პოლონეთის მთავრობის მიერ ნაქები მიხეილ სააკაშვილის სისტემა იყო ასეთი, რაც დღეს მოვისმინეთ უკვე დადასტურებულად, სასამართლოს განაჩენი, სადაც ციხეებში ადამიანს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სხვის გაუპატიურებას აყურებინებდნენ, გაუპატიურების იმიტაციას უტარებდნენ, ამას იღებდნენ ფირზე, რომ შემდეგ გაევრცელებინათ ეს ვიდეოები, ძალით აწერინებდნენ აღიარებას არარსებული დანაშაულისა. ეს დადასტურდა დღეს და ამას ეძახის პოლონეთის მთავრობა დემოკრატ და მოდერნიზატორ ხელისუფალს. ასე რომ, როდესაც ასეთი მთავრობა შემდეგ რაღაც პრეტენზიებს და კითხვის ნიშებს აყენებს საქართველოში დღეს არსებული დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებზე, რა თქმა უნდა, მათი სიტყვის დამაჯერებლობას დაბალს ხდის. როცა მთავრობა უყურებს დიქტატორს, მწამებელს და ამას არ იმჩნევს, მაშინ ის ან არაკეთილსინდისიერია ან გამოუცდელი და ვერ ამჩნევს თუ რა არის სიმართლე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.