ილონ მასკმა თანამდებობა დატოვა

ილონ მასკმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

„ვინაიდან ჩემი, როგორც სპეციალური სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რათა მან არაეფექტური ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მომცა“, - დაწერა მასკმა.

მან ასევე დასძინა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მისია მხოლოდ გაძლიერდება, და ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა.

თეთრის სახლის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მასკის გათავისუფლების შესახებ ძალაში დღეიდან შევა. წასვლამდე მასკი ტრამპს არ შეხვედრია.

ცნობისთვის, მასკი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობდა.

Aburjga Tasmanieli ძალიან არ მომწონს ეს ამბავი!
1 დღის უკან