ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ჯერ თითქოს არ საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, როგორც ჩანს, ელოდება გარედან დავალებებს.საბოლოო ჯამში ალბათ, მათაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება

ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ჯერ თითქოს არ საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, როგორც ჩანს, ელოდება გარედან დავალებებს.საბოლოო ჯამში ალბათ, მათაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გარე დავალებას ელოდება.

„ოპოზიციის ნაწილი ღიად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ამას არც მალავენ. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც ჯერ თითქოს არ საუბრობს არჩევნებისთვის მზადებაზე, როგორც ჩანს, ელოდება გარედან დავალებებს. საბოლოო ჯამში ალბათ, მათაც მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება”, - განაცხადა ბოჟაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის გეგმავს, გავიდეს ხალხში და ყველას მოუწოდოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით კი, გარკვეული ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადების დაწყება არანორმალურია.

მარბიელი ოცნება დიდ შეცდომას უშვებს და რეიტინგსაც კარგავს , როცა ბოჟაძეს, ზარქუას, შ რამიშვილს, იმ ვიღაც ედიშერს და სხვა მსგავს ბაიყუშებს ალაპარაკებს!
1 დღის უკან