მავანნი იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს, მაგრამ ეს არასწორია და ამის დადასტურებაა მისი ბრძოლა 2012 წლიდან დღემდე,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე მან უარი თქვა.
მეგრელიშვილის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა იმიტომ, რომ ის ვერ ხედავს მათი შეხვედრის მიზანს იმ პირობებში, როცა მის მიმართ ამერიკული მხარისგან ხორციელდება შანტაჟი, შესაბამისად ამ შანტაჟის პირობებში მისი და ელჩის შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი აზრს მოკლებულია.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან შედგა საელჩოს კომუნიკაცია რათა ამერიკის ელჩი “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვედროდა.
ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა რადგან ის ვერ ხედავს მათი შეხვედრის მიზანს იმ პირობებში როცა მის მიმართ ხორციელდება შანტაჟი (ამერიკულმა მხარემ დაუწესა სანქციები) მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ მის მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ უბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)
შესაბამისად ამ შანტაჟის პირობებში მისი და ელჩის შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი აზრს მოკლებულია.
მავანნი იტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს, მაგრამ ეს არასწორია და ამის დადასტურებაა მისი ბრძოლა 2012 წლიდან დღემდე.
უფრო მეტიც ბიძინა ივანიშვილი იმდენად არის დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, რომ ამერიკულ მხარეს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში განუცხადა რომ ის მზად იყო დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დაეხარჯა.
მას ამაზე ბაიდენის ადმინისტრაციისაგან პასუხი არ მიუღია, შესაბამისად ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა მისი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი აინტერესებდა.
საყურადღებოა რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შესთავაზა.
ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც ამყარებს ეჭვს რომ ელჩი პერსონალურ შანტაჟს განიხილავს წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.
იმედია ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან და ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგები დაიდოს.
უნდა დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი.
ქართულ - ამერიკული ურთიერთობა საერთო ინტერესებზე უნდა აიგოს და მეგობრობა პოლიტიკურ ქმედებებში უნდა გამოიხატოს“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.