შალვა პაპუაშვილი: ცინიზმი იმაშია, რომ ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს

შალვა პაპუაშვილი: ცინიზმი იმაშია, რომ ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს

ამ ისტორიის მთელი ცინიზმი იმაშია, რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად ელჩი რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს, - განუცხადა პარლაენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მოთხოვნას, დაისაჯოს ის პირი, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ვფიქრობ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე ორმაგი სტანდარტი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები. არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“ , „ც“ და ა.შ. ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში. გახსოვთ, ამაზე ვიდეოშედარებაც გამოვაქვეყნე - როგორ ააფეთქეს ბერლინში მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, რომ მის [თავდამსხმელის] მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს, მეორეს მხრივ, ადამიანზე, რომელმაც ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდეს.

ამ ისტორიის მთელი ცინიზმი იმაშია, რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, რომ არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს თავად ელჩი რომ ვერბალურად შეაწუხეს, სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვს. აქ ხომ ჩანს მთელი ამ პროცესის ფარისევლობა?! სამართალდარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება სამართალდამცავი უწყებების ვალია, მე უბრალოდ მინდა დაგანახოთ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანიის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და საელჩო სისხლის სამართლის დანაშაულზე გააკეთა აქცენტი.