სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, განაგრძობენ სტუდენტებთან შეხვედრებს.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე გორის  სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებს შეხვდნენ.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გააცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანები და მუშაობის სპეციფიკა, სრული ინფორმაცია მიაწოდეს სტაჟირების პროგრამის და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით  დაინტერესებულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.