ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევებში, მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და - ვუი

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევებში, მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და - ვუი

მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და - ვუი, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე.

„ბურჭულაძის ფლანგი მობილურით ატარებს არჩევნებს. თხოვნაა ამომრჩევლის მიმართ, რომ დატენილი ჰქონდეთ იმ დღეს მობილურები, რადგან ლეგიტიმაცია არ ჩაითვლება. მეორე გიჟების მიმდინარეობას წინააღმდეგობის პლატფორმა აქვთ შექმნილი და მათ ქალბატონი სალომე [ზურაბიშვილი] ხელმძღვანელობს. პარადი რომ ჩააბარა რამდენიმე დღის წინ. დარჩენილები თამაშგარე არიან - მელიები, ჩახდილები და ა.შ. ვერ გაურკვევიათ ვერაფერი და ერთმანეთს დაერივნენ. რაც უნდათ, ის უქნიათ. მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში], მათთვის იქნება ვაი, არ მიიღებენ და - ვუი“, - აღნიშნა ზარქუამ.

პარტია „ახალის“ დამფუძნებელი ნიკა მელია პარტიების - „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესახებ გამოკითხვას ატარებს. მან აღნიშნულ საკითხზე კითხვა მაყურებელს ვიდეომიმართვაში დაუსვა.