დავით ქართველიშვილი უკრაინის არამეგობრულ ნაბიჯებზე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის დადგენილების პროექტს  167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

დავით ქართველიშვილი უკრაინის არამეგობრულ ნაბიჯებზე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის დადგენილების პროექტს  167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოსა და უკრაინას შორის ცალმხრივ მეგობრობაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და უკრაინის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს იხსენებს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის დაწყების შემდეგ უკრაინული რადა 1 თვის თავზე შეიკრიბა და საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია. ანალიტიკოსის განმარტებით, განხილულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს დეპუტატთა მცირე ნაწილი უჭერდა მხარს, თუმცა საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციებს უკრაინული რადას დეპუტატების დიდი რაოდენობა ეთანხმებოდა.

"ვინაიდან გუშინდელი გადაცემის შემდეგ პირადში მომდის შეკითხვები 2008 წლის აგვისტოს
ომზე უკრაინის რადას რეაგირების შესახებ, რასაც წუხელ მხოლოდ მოკლედ შევეხე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - რას ნიშნავს ორ ქვეყანას შორის "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმი:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ - საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია

პირიქით, სექტემბერში დარეგისტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის, საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდიფერენტულობა - თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან  (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება)

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს - "რეგიონების პარტიის" (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის "მადლიერების" ნიშნად სააკაშვილმა "ბრწყინვალების ორდენით" დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა - ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან - 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!))

იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუციის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო

უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს - ქვემოდან დააკაკუნეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა - 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდიფერენტულები და გულგრილნი "მეგობარი" ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ

„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა (!!!)

ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ - 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 )

NO COMMENT!,"-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Gami ღმერთი სჯის -თქო, როგორ ვთქვა.. შეუმდგარი სახელმწიფო ხომ არის, შეუმდგარი ლუზერი ერიცაა/?/.
1 დღის უკან