საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "საქართველოს ფოსტა" საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "საქართველოს ფოსტა" საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში. 

ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს ქუთაისში მოწყობილ „საქართველოს ფოსტის" პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

„26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს.", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია "საქართველოს ფოსტის" სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლები გაეცნობიან ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას. აგრეთვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის" სივრცეში გაცოცხლდებიან ანიმაციის გმირები.