"ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია: ადვოკატი არ აიყვანოო, თავისი ადვოკატი ჰყავდათ - იქ გუბერნატორიც როლანდ ახალაია იყო, პროკურორიც, მოსამართლეც და "მაყურებელიც"

ადვოკატი არ აიყვანოო, ადვოკატი თავისი ჰყავდათ მაგათ - იქ გუბერნატორიც როლანდ ახალაია იყო, პროკურორიც, მოსამართლეც და "მაყურებელიც",  -  ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას შეკითხვას იმის შესახებ, თუ ეხმარებოდა ვინმე იურიდიული საკითხების მოგვარებაში ან ადვოკატი თუ ჰყავდა, როდესაც წინა ხელისუფლებამ სამართლებრივი პრობლემები შეუქმნა. 

თირქიას თქმით, რომ ასამართლებდნენ, "ნაცმოძრაობის" ადვოკატს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. 

"რომ მასამართლებდნენ, ადვოკატს ერთი სიტყვა არ უთქვამს. პროკურატურაში დევს ყველა საბუთი. მადლობა თქვენ, აქ რომ მომიწვიეთ. მე მიწები იმდენად არ მჭირდება, რამდენადაც იმ ხალხის მოშორება, ვინც კიდევ დარჩენილია და დაბრუნება უნდათ უკან, ხელისუფლებაში. როგორ უნდა შემომხედოს გიგი უგულავამ, ჩემთვის უცნობმა, შევდივარ და 5 მილიონს რომ მთხოვს? ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში და დავაყენოთ გუბერნატორად სამეგრელოში? უცნობი კაცი მთხოვს 5 მილიონს." - განაცხადა გურამ თირქიამ.