ირაკლი კობახიძე: ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს

ირაკლი კობახიძე: ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს", გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს", ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი" ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.

„ჩვენ 4 წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის" დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს", ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ  შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუსკვო, თუმცა სტატუსკვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.