საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა  გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა  გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა გურიის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ურუშაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გიორგი ღურჯუმელიძეს წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონების განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური დონის გაძლიერება, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ღურჯუმელიძე 6 მაისს დანიშნა.