მამუკა მდინარაძე: პარტიული მიზნები დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა

მამუკა მდინარაძე: პარტიული მიზნები დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა

პარტიული მიზნები დაკავშირებულია ბრძოლასთან და ეს ბრძოლა არის საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლა, რომ გარედან ვერ გიმართონ შენი ქვეყანა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია საკუთარი სამშობლო, მისი მსახურება და გაერთიანება.

„ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებებზე ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილებები და არა გარედან დანიშნულმა ვინმე ადამიანმა. ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენი აფხაზი-ოსი დებისა და ძმების წინაშე ვალდებულება შერიგების, მშვიდობის გზით გავაერთიანოთ ეს ქვეყანა და განვითარდეთ. ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ხალხის კეთილდღეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.