რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალები თავიანთი არსით არაკონსტიტუციურები არიან.
„გამოსვლაში ვსაუბრობდი გაერთიანებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე, რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი, ჩვენ შევიტანთ შესაბამის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ვფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი არსით არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას,"- განაცხადა პრემიერმა.