ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს,  იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს ჯანსაღი სისტემა, აუცილებელია, ყველა სუბიექტი მუშაობდეს გამჭვირვალედ და ეს პირველ რიგში ეხება იმ ენჯეოებს

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს,  იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს ჯანსაღი სისტემა, აუცილებელია, ყველა სუბიექტი მუშაობდეს გამჭვირვალედ და ეს პირველ რიგში ეხება იმ ენჯეოებს

ყველას გახსოვთ რამხელა ფარსში გამოგვატარეს ჩვენ, იტყუებოდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის პირები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში, განიხილავენ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას და საუბრობენ იმაზე, რომ ენჯეოების გამჭვირვალობა არის აუცილებელი ბევრი მიზნიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ყველამ დაინახა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო ენჯეოების გამჭვირვალობა. 

„ყველას გახსოვთ რამხელა ფარსში გამოგვატარეს ჩვენ, იყო ჩვეულებრივი ფარსი, იტყუებოდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის პირები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. დღეს ყველამ დაინახა, რომ ეს კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო ენჯეოების გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი, ეს ეხება, როგორც ხელისუფლების, პარტიების გამჭვირვალობას, ზუსტად ასევე ეხება ეს პრინციპი ენჯეოების გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება, ვინმემ ამტკიცოს ის, რომ ენჯეოების გამჭვირვალობა არის ცუდი, არის რუსული და ა.შ. გახსოვთ, რა ეპითეტებს იყენებდნენ. დღეს ყველამ დაინახა, რამხელა ფარსი გამოვიარეთ ჩვენ 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს, როდესაც გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი, ცუდი კანონი და ა.შ. ეს მორიგი დადასტურება იმის, რომ ეს იყო მორიგი ფარსი, რომ დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში, განიხილავენ თავად ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას და საუბრობენ იმაზე, რომ ენჯეოების გამჭვირვალობა არის აუცილებელი ბევრი მიზნიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს ჯანსაღი სისტემა, ჯანსაღი სოციალური, მათ შორის საზოგადოებრივი სისტემა, აუცილებელია, ყველა სუბიექტი მუშაობდეს გამჭვირვალედ და ეს პირველ რიგში ეხება იმ ენჯეოებს, რომლებიც გარედან იღებენ დაფინანსებას. რა მნიშვნელობა აქვს, შენი ხელისუფლება დააფინანსებს ენჯეოს, თუ სხვა ხელისუფლება, მითუმეტეს თუ სხვა ხელისუფლება აფინანსებს ენჯეოს, ის კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი დაფინანსება არის და იქნება გამჭვირვალე და იმავეს ვითხოვთ სხვა მთავრობებისგანაც, მათ შორის, როდესაც ისინი აფინანსებენ ენჯეოებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.