კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შანტაჟი, შემოტევები, უნდა დავიცვათ მშვიდობა ქვეყანაში - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი

გამოწვევები ძალიან ბევრია. ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ გრძელდება, არის შემოტევები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუეზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განცხადებით, შანტაჟისა და შემოტევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„პირდაპირ არის მცდელობა, რომ მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობა. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე წლების წინ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება შანტაჟი, შემოტევები, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ პირველ რიგში, მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომელიც ძვირფასია ყველა პატრიოტი ადამიანისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.