ლევან მახაშვილი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე: მივიღებთ პარტიულ, ორგანიზაციულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უპირველესად, ეს არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა

ლევან მახაშვილი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე: მივიღებთ პარტიულ, ორგანიზაციულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უპირველესად, ეს არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 7 მაისს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ყრილობას ეხმიანება.

„მივიღებთ პარტიულ, ორგანიზაციულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. უპირველესად, ეს არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. საზოგადოებისთვის ეს ადამიანი არ იქნება ახალი მისი გამოცდილებიდან, თუ პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე. ვინაიდან ეს არის ფართო ყრილობა, ქვეყანაში მიმდინარე, თუ საერთაშორისო მოვლენებზე.

გადავხედავთ იმ განვლილ გზას, რაც გამოვიარეთ და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. უპირველესად, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ და პარტიული ორგანიზაციული სისტემების სრულად დაკომპლექტება და გამართულად ფუნქციონირება სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - აღნიშნა მახაშვილმა.

„ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს. მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება. გადასაწყვეტია, ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს და როგორ განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.

25 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.