The Guardian: აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მომდევნო 5-დან 10 წლამდე პერიოდში დაიწყება

The Guardian: აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი მომდევნო 5-დან 10 წლამდე პერიოდში დაიწყება

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ბევრი ფიქრობს, რომ მესამე მსოფლიო ომი, შესაძლოა, მომდევნო ხუთიდან 10 წლამდე პერიოდში დაიწყოს. ამ სათაურით სტატიას The Guardian-ი აქვეყნებს.

გამოცემა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გამოკითხულთა თითქმის 55% მესამე მსოფლიო ომის საშიშროებას ხედავს.

იმავე მოსაზრებას იზიარებს ამერიკელთა 45%. გამოკითხულთა 75% პროცენტს მიაჩნია, რომ მესამე მსოფლიო ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.

ევროპელების 70 პროცენტზე მეტი ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზი რუსეთის ფედერაცია იქნება.