ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს - რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა, ჩვენ რომ ჩავძახოთ, ისიც არ უნდა დაიჯერონ. კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეს კაცს, - განაცხადა ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
„მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ვიღაცები, დღეს რომ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ისინიც ჩვენი წინააღმდეგები იყვნენ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ცუდი ის არის, ძალიან ბევრს ანალიზის უნარი არ აქვს - რასაც ჩასძახებენ უცხოელები, იმას იჯერებენ. ეგ კი არა, ჩვენ რომ ჩავძახოთ, ისიც არ უნდა დაიჯერონ. კრიტიკული აზროვნება უნდა ჰქონდეს კაცს. როცა ვიცი, რომ ჩემთან [ქვეყანაში] არჩევნები ჩატარდა და მეუბნები, რომ არ მაწყობს. მოლდოვა და რუმინეთი ხომ არ გგონივარ, ან კიევი?! სააკაშვილიც მოიყვანეს [ხელისუფლებაში] და რა გააკეთებინეს მერე ხომ ხედავთ?! ქართველები უნდა გამოვფხიზლდეთ და როგორღაც გავერთიანდეთ. დღეს ახალგაზრდები რომ ციხეში არიან, ხომ იმ ხალხის ბრალია, ვინც ისინი იქ [აქციაზე] მიიყვანა?! არა კაც კლაო, ღმერთი გვეუბნება და ომის სპონსორობა მიდის. ირანელი დამპყრობელი იყო, რუსი, მონღოლი, თუ არაბი, დღეს ევროპელმა უნდა შემიცვალოს?! ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები. თავისუფალი ერი ვართ, ღმერთმა თავისუფალი მოგვავლინა“, - აღნიშნა მეუფემ.