დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს, მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალია ეხმიანება.
„ამაზრზენია ეს ყველაფერი, რაც ვიხილეთ. საზოგადოება გააკეთებს სწორ შეფასებებს, რეალურად რა ჯგუფები მოქმედებენ დღეს ეროვნულობის, ღირსების, თავისუფლების, ქვეყნისა და ეკლესიის სიყვარულის სახელით. არ დაგვავიწყდეს, რომ დღესასწაულებზე გალობენ ქაშვეთის ეზოში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.