ვლადიმერ ბოჟაძე დათა თავაძის სპექტაკლზე: თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები. ამას კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან. ეს ადამიანები წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ესენი არიან რადიკალური აქციების ავანგარდში

ვლადიმერ ბოჟაძე დათა თავაძის სპექტაკლზე: თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები. ამას კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან. ეს ადამიანები წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ესენი არიან რადიკალური აქციების ავანგარდში

თავისუფლებას და აღვირახსნილობას ვერ არჩევენ ეს ადამიანები, - ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის შინაარსს ატარებს.

მისი თქმით, ეს ადამიანები წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ავანგარდს და სწორედ ესაა მათი რეალური სახე.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ დღეს ლიბერალიზმის სახეს. სწორედ ასეთი საქართველო წარმოუდგენიათ, ასეთი სახელმწიფო, ასეთი ეკლესია, ასეთი ოჯახური ურთიერთობები. კიდევ უფრო საწყენია, რომ ამ სპექტაკლს საერთოდ მაყურებელი ჰყავს. როგორც გვითხრეს, ხშირად ადამიანმა ვერ იშოვოს. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ხელოვნებასთან, კულტურასთან. პირიქით, ეს არის ანტიქართული, ანტირელიგიური სპექტაკლი. სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ადამიანები წარმოადგენენ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას. ესენი არიან რადიკალური აქციების ავანგარდში“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.