ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
„ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა ვაშინგტონიდან მოგვილოცეს გიორგობის დღესასწაული „მეგობარი აქტით“. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ამერიკასთან მეგობრობის და პარტნიორობის შესაძლებლობებს, მის უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათთვის სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.