თამთა მეგრელიშვილი:

თამთა მეგრელიშვილი: "მეგობარი აქტი" იქნება პირველი და მთავარი ლაკმუსის ქაღალდი,  მანიშნებელი იმისა, მოახერხებს დონალდ ტრამპი “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” დასრულებას, თუ საქმე გვაქვს უბრალოდ deep state - ის რებრენდინგთან

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი,  აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრობს და მას, როგორც „ლაკმუსის ქაღალდს“ ისე მოიხსენიებს.

მისი თქმით, აღნიშნული აქტი არის არამეგობრული,  რომელიც მიკერძოებულ პოლიტიკურ შინაარს ატარებს და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ფაქტობრივი დადასტურება იმისა, თუ რა ეტაპზეა პრეზიდენტი ტრამპის ბრძოლა “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” იგივე deep state - ის  წინააღმდეგ.

მეგრელიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურად დაინტერესებულია და გულშემატკივრობს აშშ- ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ( deep state ) ბრძოლაში.

„“ქართული ოცნება” პოლიტიკურად დაინტერესებულია და გულშემატკივრობს აშშ- ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ( deep state ) ბრძოლაში. 

მთავარია დონალდ ტრამპის ეს ბრძოლა იყოს შედეგზე ორიენტირებული და გახდეს 
პოლიტიკური მოტივაცია, გნებავთ ერთგვარი იმედი საქართველოსა და სხვა მსგავსი ქვეყნებისათვის რომ deep state “მოუშვებს” ან საერთოდ ჩახსნის მათ მიმართ პოლიტიკურად მოჭიმულ მარწუხებს.

ამ პროცესში ეგრეთწოდებული "მეგობარი აქტი" იქნება პირველი და მთავარი ლაკმუსის ქაღალდი, მთავარი მანიშნებელი იმისა, მოახერხებს დონალდ ტრამპი “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” დასრულებას, თუ საქმე გვაქვს უბრალოდ deep state - ის რებრენდინგთან. 

უშუალოდ დოკუმენტზე ბევრი არაფერია სათქმელი. ეს არის არამეგობრული აქტი რომელიც მიკერძოებულ პოლიტიკურ შინაარს ატარებს და სწორედ ეს დოკუმენტი იქნება ფაქტობრივი დადასტურება იმისა თუ რა ეტაპზეა პრეზიდენტი ტრამპმის ბრძოლა “არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის” იგივე deep state - ის 
წინააღმდეგ. 

მეგობარი აქტით გამოიკვეთება არის ეს მოსაგებად დაწყებული ბრძოლა თუ ისევ deep state ის რებრენდინგის რეპეტიციაა?“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Gami ამ ქალის და კიდევ ერთი ქალის თუთიყუშობამ შემაღონა.
1 საათის უკან