არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ, - ამის შესახებ კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, კანონპროექტი საშინელი იდეაა. ამასთან, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს.
„ეს არასწორი მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტია. კოლეგებმა ამას მხარი არ უნდა დაუჭირონ. არ გვჭირდება ყველა იმ კონფლიქტში ჩართვა, რომელშიც გვიწვევენ და ასევე, არც დამატებითი კონფლიქტების ძებნა გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ, ევროპის თავდაცვის მიმართ აღებული ჩვენი ვალდებულების გაფართოების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არ შეუძლია რუსეთისგან საკუთარი თავი დაიცვას და ისინი მშპ-ს 2%-საც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის მინიმუმს წარმოადგენს. მათ ვერ დაადანაშაულებ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად, გერმანიაც არ ხარჯავს მინიმუმს. მათი ეკონომიკა არც ისე დიდია, ამიტომ, მაშინაც კი, თუ ისინი მეტს დახარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს. ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა“, - განაცხადა უორენ დევიდსონმა.
სანამ ქართველი არ ჩაუღრმავდება ამერიკის პოლიტიკის ანაბანას და სანამ ისინი არ ჩაწვდებიან აქაურობის მუღამს, იქნება ასეთი რიარია და ხაზარაძე-გვარამიების ბუყბუყი!