შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს 349 ხმით დაუჭირა მხარი. 42 კონგრესმენი წინააღმდეგი წავიდა. კენჭისყრამდე გამართული განხილვისას კანონპროექტის ავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 26 ოქტომბერს ხმათა უმრავლესობით არჩეულ „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმური უწოდა; კოლეგებს კი კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა.
კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა კონგრესმენი უორენ დევიდსონი, რომელმაც თქვა, რომ ის არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული, დოკუმენტს საშინელი უწოდა, კოლეგებს კი მასზე უარის თქმისკენ მოუწოდა.