სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.
„სამეფო უბნის თეატრის“ აფიშის მიხედვით, ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით დადგმა 140 წუთიანია.
გავრცელებული აუდიომასალა წუთი და 6 წამია. პარალელურად, გავრცელდა კიდევ ერთი მასალა, ვიდეოჩანაწერის სახით. უცენზურო და მძიმე შინაარსის გამო, „ქრონიკა“ ამ ფრაგმენტებს წინასწარი გაფრთხილებით გთავაზობთ.