ევროპარლამენტარი: არასამთავრობოები არიან ლობისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვითხოვ გამჭვირვალობას. უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ

ევროპარლამენტარი: არასამთავრობოები არიან ლობისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ვითხოვ გამჭვირვალობას. უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ

უნდა გამოვიძიოთ ევროკომისიაში ფულის ნაკადი. მათ შეუძლიათ დააფინანსონ კონკრეტული ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, რაც დაუშვებელია, - განაცხადა EPP-ის ჯგუფის წევრმა, დეპუტატმა დირკ გოტინკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ითხოვს გამჭვირვალობას, რათა იცოდნენ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ.

„გამოვითხოვეთ 9 000 კონტრაქტი. გვაქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ევროკომისია კონკრეტულ თემებზე ლობირების მიზნით დაფინანსებულ არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა თუ მედიას თავად ეხმარება იმაში, თუ როგორი პოსტები და განცხადებები დადონ სოციალურ მედიაში. უნდა გამოვიძიოთ ევროკომისიაში ფულის ნაკადი, მათ შეუძლიათ დააფინანსონ კონკრეტული ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, რაც დაუშვებელია, ამას ჩრდილოვან ლობირებას ვუწოდებთ. სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია საზოგადოებას აღარ წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი სულაც არ არიან იდეალისტების ჯგუფი, ისინი არიან ლობისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ მოახდინონ გავლენა პოლიტიკურ დღის წესრიგზე. მე ვითხოვ გამჭვირვალობას. უნდა ვიცოდეთ საიდან მოდის ფული და რა ინტერესები ამოძრავებთ", - აღნიშნა დირკ გორინკმა.

ევროპის სახალხო პარტია ევროკომისიას „ენჯეოებისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ლობისტურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულობის გამო გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი დაფინანსების წყარო და მიზნები დეკლარირებული უნდა იყოს.