ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული ენჯეო სექტორისა და დასავლელი აქტორების დამსახურებაა 

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული ენჯეო სექტორისა და დასავლელი აქტორების დამსახურებაა 

„მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა ერთ პალატაში მხარდაჭერა ექნება, თუმცა, მეორეში - აღარ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული ენჯეო სექტორისა და დასავლელი აქტორების დამსახურებაა. 

„ასე არ არის, რომ მართლა ჯო ვილსონის ნება-სურვილზე დადიოდეს აშშ-ის მთელი კონგრესი, სენატი თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. მათ ძალიან კარგად იციან ის რისკები, რაც ამერიკის მხრიდან საქართველოს სრულ იზოლაციას შეიძლება მოჰყვეს.  როგორც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ კედლის აშენება, ასევე, აშშ-ის მხრიდან [„მეგობარი აქტის“ სრული მხარდაჭერა] იქნება ფეხის მოკვეთა საქართველოდან და ზოგადად, კავკასიიდან. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რაც კი ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები გაღვივებულა, ყველაფერი ქართული ენჯეო სექტორისა და დასავლელი აქტორების დამსახურებაა, დაწყებული კუბილიუსით, გაგრძელებული აშშ-ის წინა სახელმწიფო ადმინისტრაციით, პოლიტიკურად ისეთ მდგომარეობაში შეიყვანეს საქართველო“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.