ირაკლი კირცხალია საფრანგეთში გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებზე: არ არის საფრანგეთი ლიდერი და ავანგარდში ამ დარბევების, გავიხსენოთ გერმანიაში, ბოლო თვეებში როგორი დარბევები მოხდა

ირაკლი კირცხალია საფრანგეთში გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებზე: არ არის საფრანგეთი ლიდერი და ავანგარდში ამ დარბევების, გავიხსენოთ გერმანიაში, ბოლო თვეებში როგორი დარბევები მოხდა

არ არის საფრანგეთი ლიდერი და ავანგარდში ამ დარბევების, გავიხსენოთ გერმანიაში, თუნდაც ბოლო თვეებში როგორი დარბევები მოხდა, გავიხსენოთ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ძალიან სასტიკი დარბევები, გავიხსენოთ აშშ-ში ძალიან სასტიკი დარბევები და არა მიტინგის დაშლა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში გამართულ აქციაზე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას.

„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით შედარებას, მათი ელჩების კომენტარები, განცხადებები და არა მხოლოდ მათი ელჩების, არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტი, რასაც სამწუხაროდ ევროკავშირმა შეაჩვია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ მსოფლიო“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საფრანგეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. უცნობია, რა პოზიცია აქვს ელჩს რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე პოლიციელის მოქმედების შესახებ და დაიწყო თუ არა გამოძიება სამართალდამცველის წინააღმდეგ. ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ოპოზიცია კი ფრანგ პოლიციელებზე ვერაფერს ამბობს.