ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ევერესტის ოლიმპიადის მხარდამჭერია. 

წელს ევერესტის ქართული ენის ოლიმპიადაზე II, III, IV, V და VI კლასის 4000-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდები წლის განმავლობაში, სკოლაში მიღებულ ცოდნასა და უნარებს ავლენენ. 

პირველი ტური შესარჩევი ეტაპია - იმისათვის, რომ მოსწავლეები დასკვნით ტურში გადავიდნენ, სულ მცირე 30 ქულა უნდა დააგროვონ. 

დასკვნით, ფინალურ ტურში კი საუკეთესო შედეგის მქონე 3-3 გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული კლასიდან (II, III, IV, V, VI კლასებიდან), რომლებსაც დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ. 

ამასთან, დასკვნითი ტურის ყველა მონაწილე სიგელს მიიღებს. 

ქართული ტურის შედეგები 7 მაისს გამოქვეყნდება. 

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge