საქართველოს პარლამენტმა მიიღო მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია ბრიტანულ მოდელზე, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩის ვიდეო მიმართვაზე.
მისივე თქმით, ანუ, თუ ბრიტანეთის ელჩი აკრიტიკებს ამას, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის აკრიტიკებს თავისი ქვეყნის კანონსაც.
„ამიტომ, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება კონკრეტული სახელმწიფოს ელჩის პოზიციონირება, რომელიც ცდილობს გარკვეული ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში დეზინფორმაციის დანერგვას მაშინ, როდესაც ის ცვლილებები რომელიც განხორციელდა, ისევ და ისევ ბრიტანეთის მოქმედ კანონმდებლობაზეა დაფუძნებული იმავე სფეროში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.