გურამ მაჭარაშვილი ბრიტანელ ელჩზე: ელჩის მოვალეობა საერთოდ არ არის ეკონომიკასა და პოლიტიკაში ჩართვა იმ ქვეყანაში, სადაც ის მივლინებულია. მისი მოვალეობა არის, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს შეუწყოს ხელი

სჩვევიათ სამწუხაროდ ზოგიერთი ქვეყნის ელჩებს, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ განცხადებებს, რაც არ შეეფერება ელჩს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ელჩის მოვალეობა საერთოდ არ არის ეკონომიკასა და პოლიტიკაში ჩართვა იმ ქვეყანაში, სადაც ის მივლინებულია. მისი მოვალეობა არის, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს შეუწყოს ხელი. ან ყურადღებით გაეცნოს და თავის აპარატს მოსთხოვს გააცნოს ჩვენ რა კანონმდებლობა მივიღეთ მედიასთან დაკავშირებით და მერე აპარატს უსაყვედუროს თუ არ უთხრეს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობას ვაწარმოებთ, როგორიც არის ბრიტანეთში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეზე, ბრიტანეთის საელჩომ ელჩის მიმართვა გაავრცელა. წუთიანი ვიდეო ცრუ ნარატივებს შეიცავს. ბრიტანეთის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს ფაქტებზე, რომელიც რეალობას არ ასახავს. მმართველი გუნდი ელჩის მიკერძოებულ პოზიციებზე საუბრობს.