არ გააჩნიათ რაიმე სახელმწიფოებრივი იდეა, ისინი არიან დაქსაქსულები და სძულთ ერთმანეთი, იმიტომ რომ მათი მთავარი სურვილია როგორღაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თუ - არა, ჩვენი საზოგადოებისათვის ამას არ აქვს არანაირი არსებითი მნიშვნელობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში.
„ისინი ელოდებიან თავიანთი მფარველების, პატრონების გადაწყვეტილებას; რასაც უკარნახებენ და უბრძანებენ, იმას შეასრულებენ, ასე რომ მათ ბრძანებაზე და მათ დავალებაზე არიან დამოკიდებულები და არა თავიანთი პოლიტიკური მიზნების, ან რაღაცა იდეების განვითარებაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვოთ დამაჯერებელ გამარჯვებას, ისეთ გამარჯვებას, როგორიც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.