დიმიტრი გვრიტიშვილი: სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის გარკვეული დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება

დიმიტრი გვრიტიშვილი: სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის გარკვეული დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.