აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც გრძნობს, როცა უყურებს, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გერმანიაში ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების კრიტიკას არ ეთანხმებოდა. გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება არის დემოკრატიული, ეფუძნება კანონის უზენაესობას, ხოლო საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის.

„ჩემზე ვიტყვი: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრძნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს. გერმანიავ, ვერ დაემალები იმას, რაც საკუთარი ისტორიის წყალობითაც ვერ ისწავლე. როგორც იცი, ეს ჩვენი ისტორიაცაა, რადგან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ შენი ისტორიის კონკრეტულად ამ თავის დახურვაში. ეს ჩემი ისტორიაც არის, რადგან მამაჩემი იძულებული გახდა ანშლუსის შემდეგ მშობლიური ვენა დაეტოვებინა (ის ამერიკის მოქალაქე გახდა და ამაყად იბრძოდა აშშ-ის არმიის რიგებში, ათავისუფლებდა რა ევროპას). ის ძალიან კარგი სიტყვის თავისუფლების გამო არ გაქცეულა. ის გაიქცა იმიტომ, რომ ისინი, ვისაც პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისა და ცენზურის სჯეროდა, ხელისუფლებაში იყვნენ. თქვენ საკუთარ მოქალაქეებს „მემარჯვენე ექსტრემისტების“ დამღას ვერ დაადებთ, ვერ აიძულებთ, რომ ისინი გაჩუმდნენ, ციხეში ვერ ჩასვამთ იმის გამო, რომ ისინი, მაგალითად, ღია საზღვრების წინააღმდეგ გამოდიან. გთხოვთ, მორალისტობას გაეშვით“, - დაწერა ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა გუშინ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს გერმანიაში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 20,8% მიიღო.

ლაზი ვინც თქვენი პრეზიდენტის და სახ. მდივნის პოზიციაზე დიდი ხანია დგას და ახლაც გულმოდგინედ იცავს მას, მათ " მეგობარი" აქტით უპირებს დასჯას თქვენი უოლსონის კომიტეტი, რომელიც თუ იმ დაწყევლილ აქტს კანონად აქცევს, სწორედ სახელმწიფო მდივნის ხელით ეცდება საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას.
თუ თეთრსა და შავს დროზე არ გააარჩევთ და შიგნით ნეოფაშისტებს არ მოიშორებთ, დიფ სტეიტს კი ვერ დაამარცხებთ, არამედ უოლსონები იქეთ მოინელებენ ამერიკის ახლანდელ ხელისუფლებას.
12 საათის უკან