გიორგი სოსიაშვილი: ვხედავთ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც „დიფ სთეითს“ გადაეღობა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს გერმანიის იმიჯის დასამარება. შესაბამისად, ამ პარტიის განადგურება დაისახა მიზნად „დიფ სთეითმა“

გიორგი სოსიაშვილი: ვხედავთ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც „დიფ სთეითს“ გადაეღობა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს გერმანიის იმიჯის დასამარება. შესაბამისად, ამ პარტიის განადგურება დაისახა მიზნად „დიფ სთეითმა“

„ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ევროპულ, დიდი კულტურის, დიდი განვითარების სახელმწიფოში, არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ ხდება განსხვავებული აზრის დათრგუნვა, განსხვავებული აზრის დევნა“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის (AfD) „მემარჯვენე ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

სოსიაშვილის განცხადებით, „ერთადერთი ძალა, ერთადერთი პარტიაა „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ხმა აიმაღლა ამ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია „დიფ სთეითის“ მიერ ჩანერგილი ძალები სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში, ამ პარტიას გამოუცხადეს ბრძოლა და გამოაცხადეს ექსტრემისტულ ძალად“. 

სოსიაშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის ბიუროკრატები ასე თავგამოდებით ანგრევენ ქვეყნის იმიჯს. მისივე განცხადებით, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს გაუფრთხილდნენ, სახეზე გვაქვს ხელაღებული ნგრევა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტის

„ექსტრემიზმი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა? საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა? საკუთარი ფასეულობების დაცვა, თუ პირიქით არის ექსტრემიზმი, როდესაც ქვეყანას მიაქანებ უბედურებისკენ, უფსკრულისკენ და ომში ჩათრევისკენ. მოგეხსენებათ როგორ გვაბულინგებდნენ და ტაშს დაგვიკრავდნენ დიდი სიამოვნებით, თუ ჩვენ ქვეყანას ჩავრთავდით იმ საბრძოლო კამპანიაში, იქნებოდა ჩვენთან ომი, არ დავიცავდით ჩვენ ეროვნულ ფასეულობებს, ჩვენ ტრადიციას, კულტურას და ძალიან მარტივად ვიქნებოდით მათი მართული ძალა. ამ შემთხვევაში ყველა მათგანი, მე ვგულისხმობ „დიფ სთეითს“ და მათ წარმომადგენლებს, ტაშით შეგვხვდებოდა, ფეხზე წამოგვიდგებოდნენ და ძალიან ლოიალური დამოკიდებულება ექნებოდათ. ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაშიც. ვხედავთ, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც გამოჩნდა, რომელმაც ხმა აიმაღლა და „დიფ სთეითს“ გადაეღობა, რომ საბოლოოდ არ მოხდეს გერმანიის იმიჯის დასამარება და განადგურება, არის ეს ძალა. შესაბამისად, ასე ვთქვათ, განზე განდგომილი პარტიის განადგურება დაისახა მიზნად „დიფ სთეითმა“ და ამას ცხადად ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანიის ბიუროკრატები ასე თავგამოდებით ანგრევენ ამ ქვეყნის იმიჯს მთელ მსოფლიოში. იმის მაგივრად, რომ საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტს გაუფრთხილდნენ, სახეზე გვაქვს ხელაღებული ნგრევა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტის და მათი წარმომადგენელია ელჩიც, რომელიც ყოველდღიური განცხადებებით გამოირჩევა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ოპოზიციას მუდმივად მოუწოდებს, რომ რევოლუციური სცენარები განახორციელონ. ამ ძალასთან გვაქვს საქმე და ჩვენთვის ეს დღესავით ნათელია“-განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.